Monday, December 17, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა


  1.  პროექტის სახელწოდება; შემოდგომა
  2. პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: შემოდგომის სურათის აღწერა სოფლად
  3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები უკეთ ეცნობიან სოფლის ცხოვრებას, მათ ტრადიციებსა და ადათ-წესებს.
  4. პროექტის მიზნები; მოსწავლეები ისწავლიან როგორ ხდება ყურძნის დაწურვა.რითიიბერტყება კაკალი,როგორ ტეხენ სიმინდს,როგორ იჩეხება შეშა.როგორ ემზადებიანზამთრისათვის.
  5. მონაწილეთა ასაკი: 9-10წ.
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 3-4 კვირა.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეებმა ყველაფერი აღბეჭდეს ფოტოებზე ,გადაიღეს  ვიდეო, გააკეთეს ჩანახატები ჩანაწერები,რომელიც განათავსეს ბლოგში.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები; ინტერნეტი.
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები);მოსწავლეები შემოდგომაზე ბუნების,ცვლილებას.აკვირდებიან ფოთოლცვენას, ამინდის ცვალებადობას. აღწერენ რა ბუნებრივი მოვლენები მოყვება შემოდგომის დადგომას.აწყობენ ლაშქრობას ტყეებში,ნაკრძალში.აგროვებენ ნაირფერ ფოთლებს გამოფენისთვის.მონაწილეობას იღებენ სოფლის უხუცესებთან სოკოს კრეფაში. სიხარულით ერთვებიან ყურძნის კრეფისა და დაწურვის პროცესში,ჩურჩხელების ამოვლებაში.სიმინდის ტეხვაში,კაკლის ბერტყვაში. ყველაფერს აღბეჭდავენ ფოტოებზე ან ვიდეოზე. ისინი ყურადღებით აკვირდებიან როგორ ემზადება სოფელი ზამთრისათვის,როგორ ეზიდებიან შეშას ტყიდან.იღებენ ინტერვიუებს სოფლის უხუცესი ადამიანებისაგან იმის შესახებ,თუ როგორი იყო სოფელი ძველად და როგორია ახლა.რა განსხვავებაა ძველსა და ახალ ტრადიციებს შორის.რომელი სიმღერები, ლექსები ან შაირები შემორჩა მათ მეხსიერებას შემოდგომასთან დაკავშირებით. ბავშვები ინტერნეტის საშვალებით მოიძიებენ საინტერესო მასალას საქართველოს სხვადასხვა კუთხის კლიმატის და წეს-ჩვეულებების შესახებ. მოძიებული მასალით აკეთებენ ფოტო ალბომს და მოაწყობენ გამოფენას სკოლაში.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ეროვნული სასწავლო გეგმა.
  11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი): ლია ბოხაშვილი.
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: liaboxashvili@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:anuki bitsadze blogspot.com





1 comment:

  1. ლია მაგარი პროექტი გაქვს.

    ReplyDelete